Accessibility links

რუსეთმა 16 ათასი ლიტრი ქართული ალკოჰოლური სასმელი დაიწუნა


რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსპორტრებნადზორის“ განცხადებით, 2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლენილია საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის პარტიები, რომლებიც არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით და კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. ამავე სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს ქართული წარმოების 16 ათას ლიტრზე მეტი ალკოჰოლური სასმელი. „როსპოტრებნადზორის“ განცხადებითვე, ამ პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების ანალიზმა დაადასტურა წარმოების ტექნოლოგიის დარღვევა და არასაკმარისი კონტროლი როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ გაძლიერდება რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის და უსაფრთხოების კონტროლი.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტის მოცულობით პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც 2018 წლის პირველ ნახევარში გატანილია 24 022 113 ბოთლი, ანუ დაახლოებით 18 მილიონი ლიტრი ღვინო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG