Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg: პუტინმა ტრამპს შესთავაზა რეფერენდუმი დონბასის სტატუსზე


დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. ჰელსინკი, 2018 წლის 16 ივლისი
დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი. ჰელსინკი, 2018 წლის 16 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 16 ივლისს, ჰელსინკიში შეხვედრისას შესთავაზა რეფერენდუმის ჩატარება უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში. როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, ამის შესახებ პუტინმა 19 ივლისს, მოსკოვში უამბო საზღვარგარეთ აკრედიტებულ რუს დიპლომატებს. სააგენტოს ინფორმაცია მიაწოდა შეხვედრის ორმა მონაწილემ. მათი ცნობით, პუტინმა თქვა, რომ ტრამპმა თხოვა ამ იდეაზე არ ესაუბრათ შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, რათა მოსაფიქრებლად დრო ჰქონდეს. Bloomberg-ის წყაროთა ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა დონალდ ტრამპს შესთავაზა, საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით ჩატარდეს რეფერენდუმი დონბასის სტატუსის საკითხზე.

თეთრ სახლს რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო შეთავაზებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პუტინმა და ტრამპმა განიხილეს დონბასის შესახებ ზოგიერთი ახალი იდეა, რომელიც დამუშავდება. უკრაინის პარლამენტის წევრის, იგორ მოსიიჩუკის ინფორმაციით, კიევმა ვაშინგტონს მიმართა განმარტებისთვის მას შემდეგ, რაც 16 ივლისს, ჰელსინიკში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა განაცხადა, რომ განიხილეს ახალი წინადადებები უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის მოსაგვარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG