Accessibility links

რუსეთი გამოდის ჯაშუშობაში ბრალდებული ბუტინას გათავისუფლების მოწოდებით


19 ივლისს, გვიან საღამოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტვიტერზე წამოიწყო კამპანია მარია ბუტინას გათავისუფლების მოწოდებით - 29 წლის ქალის, რომელსაც კავშირები ჰქონდა აშშ-ის კონსერვატორ პოლიტიკოსებთან და ჯგუფებთან და რომელსაც აშშ რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს. ბუტინა მიმდინარე კვირაში დააკავა FBI-მა და ბრალი წაუყენა შეთქმულებაში მონაწილეობაში და უცხოეთის აგენტობაში. კერძოდ, მას ბრალი ედება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ აშშ-ის პოლიტიკურ ჯგუფებში, მათ შორის იარაღის ეროვნულ ასოციაციაში შეღწევის მცდელობაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა ჰეშტეგი #FreeMariaButina, ტვიტერზე პროფილის სურათი ბუტინას ფოტოთი შეცვალა და ბუტინას მომხრეებს იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები 19 ივლისს იუწყებოდნენ, რომ ვაშინგტონის ციხეში ბუტინა მოინახულეს რუსეთის საკონსულოს წარმომადგენლებმა და ის თავს კარგად გრძნობს. "როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, მარიას უჭირს ციხის პირობებთან შეგუება" - მედიის თანახმად, იუწყებოდა რუსეთის საელჩო და დასძენდა" თუმცა ის მხნედაა, დარწმუნებულია საკუთარ უდანაშაულობაში და აპირებს ეს სასამართლოში დაამტკიცოს" -

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG