Accessibility links

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს


შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.ღ-ს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოზარდი 19 ივლისს, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი მკვლელობის გამოძიებისას მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ დ.ღ-ს დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი ბრალს არ აღიარებს. ამასთან, არასრულწლოვნის ადვოკატის, გოჩა კვარაცხელიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს მხოლოდ იმ ნაწილში, რომ დამალა დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან საუბრის ფაქტი, თუმცა, ეს მისივე თხოვნით გააკეთა. ადვოკატის განცხადებითვე, ამ საუბარში არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი, რაც ხელს შეუშლიდა გამოძიებას, ან სასამართლოს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG