Accessibility links

შვედეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან


შვედეთში იწვის 20 ათას ჰექტარზე მეტი ტყე. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დალარნის პროვინციაში ხანძრის 50-მდე კერაა. შვედეთის დასახმარებლად მეხანძრეები და ავიაცია გაგზავნეს გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ. ხანძრის გამომწვევ მიზეზად სახელდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. შვედეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი ივლისი ბოლო 200 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვეა. რამდენიმე დღის წინ ხანძარმა 170 ათას ჰექტარზე მეტი ტყე გაანადგურა ლატვიის დასავლეთშიც.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG