Accessibility links

ძლიერი წვიმის გამო გორსა და გარდაბანში ევაკუაცია დასჭირდა ათზე მეტ ოჯახს


​გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დილიდან განახლდა წყლის ამოტუმბვა ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამხახურის ინფორმაციით, წუხელ კრწანისში 11 ოჯახიდან განხორციელდა 15 ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებელი სახლები დაიტბორა გორშიც, სადაც ევაკუაცია დასჭირდა სამ ოჯახს. ძლიერი წვიმის შედეგად კახეთში დაზარლდა სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ოთხი სოფელი, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და გზები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ​კახეთში, საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დასრულებულია. მაშველების ცნობით, სტიქიის შედეგად არცერთ მუნიციპალიტეტში მოქალაქეები არ დაშავებულან

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG