Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტორონტოში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა


შეიარაღებული თავდასხმის ადგილი, ტორონტო, 2018 წლის 23 ივლისი
შეიარაღებული თავდასხმის ადგილი, ტორონტო, 2018 წლის 23 ივლისი

ერთი ადამიანი დაღუპა კანადის ქალაქ ტორონტოს ცენტრთან მომხდარი სროლის შედეგად. პოლიციის ინფორმაციით, დაიჭრა 13 ადამიანი, მათგან ერთი გოგონას მდგომარეობა კრიტიკულია. სამართალდამცავთა ცნობით, შეიარაღებული თავდმსხმელი ლიკვიდირებულია. მისი ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ტორონტოს პოლიციის უფროსმა, მარკ სონდერსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება განიხილავს ყველა შესაძლო ვერსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG