Accessibility links

ფოთში პოლიციელმა მოკლა სავარაუდო მძარცველი


ფოთში პოლიციელმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პირს, რომელიც სამართალდამცავთა ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველებმა ნინო ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიასთან მდგარი ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დაუდგენელ პირს წაასწრეს,“ რომელმაც დაკავებისას პოლიციელს ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. შსს-ს ცნობითვე, პოლიციელმა თავდასხმის მოგერიების მიზნით, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა და დაჭრა დასაკავებელი პირი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქურდობის მცდელობის ფაქტს შსს იძიებს, ხოლო პოლიციელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG