Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში განახლდა მეშახტეთა აქცია


ტყიბულში მიმდინარეობს მეშახტეთა აქცია. მისი მონაწილეები მოითხოვენ 5 აპრილს და 16 ივლისს მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, ადმინისტრაციის შეცვლას, შახტების დროებით კონსერვაციას რისკების შესაფასებლად და ამ პერიოდში შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფას და ობიექტის სრულ მოდერნიზებას. მეშახტეები მოითხოვენ, რომ ამ საკითხებზე სასაუბროდ და შეთანხმებული დოკუმენტის ხელმოსაწერად გაიმართოს შეხვედრა პრემიერ-მინიტსრთან, მამუკა ბახტაძესთან. 5 აპრილს, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში 6, ხოლო 16 ივლისს 4 ადამიანი დაიღუპა. პირველ შემთხვევაში ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ე.წ. სამთო დარტყმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მეთანის აფეთქება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG