Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესისთვის პუტინი არასასურველი სტუმარია


პოლ რაიანი
პოლ რაიანი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა განაცხადა, რომ თუ შემოდგომაზე მართლაც შედგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი, მას არ მიიწვევენ კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსასვლელად. რაიანმა აღნიშნა, რომ კონგრესისადმი მიმართვა აშშ-ის მოკავშირეთა პრივილეგიაა. ამასთან, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში შეხვდება პრეზიდენტ პუტინს. „თუ ეს იქნება სიგნალი, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევა და სუვერენიტეტის დარღვევა, მას მხარს ვუჭერ“ - განაცხადა პოლ რაიანმა. აშშ-ში ვიზიტის შემთხვევაში, პუტინის კონგრესში მიწვევა გამორიცხა სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც. მისი განცხადებით, კაპიტოლიუმში პუტინი არასასურველი სტუმარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG