Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საყოველთაო არჩევნები ძალადობის ფონზე მიმდინარეობს


პაკისტანელი ქალები პეშავარის საარჩევნო უბანზე. 2018 წლის 25 ივლისი
პაკისტანელი ქალები პეშავარის საარჩევნო უბანზე. 2018 წლის 25 ივლისი

პაკისტანში მიმდინარეობს პარლამენტის და რეგიონული არჩევნები, რომელშიც ხმის მიცემის უფლება აქვს 100 მილიონზე მეტ ამომრჩეველს. კენჭისყრის დაწყებიდან მალევე, ქალაქ ქვეტის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მოხდა აფეთქება, რომლის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სვაბის რაიონის საარჩევნო უბანთანაც. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 4 ადამიანი. პოლიციის ინფორმაციით, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური პარტიის“ და „სამართლიანობის მოძრაობის“ აქტივისტები.

საყოველთაო არჩევნებში მთავარი კონკურენტები არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფის პარტია „მუსლიმთა ლიგა“ და „მოძრაობა სამართლიანობისთვის." პაკისტანში ძალადობის ფონზე მიმდინარეობდა საარჩევნო კამპანიაც. ბოლო დღეებში დაიღუპა 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამი კანდიდატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG