Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე მოკლული შვილის სახელობის ფონდს ქმნის


ზაზა სარალიძე
ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აფუძნებს შვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, „დათუჩა.“ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი შვილის სახელით, ფონდი დაეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს და სოციალურად დაუცველებს. “დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა. დღეს გახდებოდა 17 წლის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის განმავლობაში ყოველთვის მზად იყო სიკეთე ეკეთებინა, გადაწყვიტე, რომ შემექნა მისი სახელობის ფონდი “დათუჩა” - განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისი ინფორმაციით, ფონდი მთლიანად საზოგადოების შემოწირულობით იარსებებს და პერიოდულად სხვადსხვა საქველმოქმედო აქციას გამართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG