Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო კომისია: ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა


ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვნებს მოუსმინა. წევრების თქმით, დაკითხვისას გამოიკვეთა საკვანძო ახალი გარემოებები. შსს აცხადებს, რომ აღნიშნული არასრულწლოვნები მათ უკვე გამოკითხული ჰყავთ. „გამოკითხვის შედეგად მოპოვებულია გარკვეული ინფორმაცია, რომლის გადამოწმების და სხვა პირების პასუხისგებაში მიცემისთვის შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო კომისიას არ აქვს სამინისტროს მიერ გამოყოფილი საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან მტკიცებულებების შეკრება ხდება ყოველდღიურ რეჟიმში”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG