Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა გამონაკლის შემთხვევებში ამერიკულ სანქციებზე უარის თქმას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც 716 მილიარდი დოლარია. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 359-მა კონგრესმენმა 54-ის წინააღმდეგ. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 250 მილიონის გამოყოფას, მათ შორის ლეტალური იარაღის შესაძენად. ამავე კანონპროექტით, სამხედრო-სამრეწველო სფეროში რუსეთთან თანამშრომლობისთვის გათვალისწინებული სანქციებისგან გათავისუფლდებიან ქვეყნები, რომლებიც რუსული შეიარაღების ნაცვლად ამერიკულს შეიძენენ. ეს პუნქტი დოკუმენტს დაემატა თავდაცვის მინისტრის თხოვნით. ჯეიმს მატისის განცხადებით, ეს ინიციატივა აშშ-თან დააახლოებს მაგალითად, ინდოეთს, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კავშირები ჰქონდა, თუმცა, დღეს ცდილობს რუსული ორბიტიდან გასვლას. ამავე კანოპროექტით, აშშ 6,3 მილიარდ დოლარს დახარჯავს ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების და ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით. კანონპროექტს კენჭი უნდა უყაროს სენატმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG