Accessibility links

მთვარის დღევანდელი დაბნელება ამ საუკუნის დაწყებიდან ყველაზე ხანგრძლივი იქნება


დღეს ღამით დაიწყება მთვარის სრული დაბნელება, რომელიც ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი იქნება. მთვარე დედამიწის ჩრდილში შესვლას დაიწყებს თბილისის დროით ღამის ათის ნახევრისთვის. ასტრონომების ინფორმაციით, დრო მთვარის დაბნელების პირველიდან ბოლო ფაზამდე 3 საათი და 55 წუთი იქნება. სრული დაბნელების ფაზა დაახლოებით ერთ საათსა და ორმოც წუთს გასტანს. მთავრის დაბნელების სრული, ან ნაწილობრივი ფაზების ნახვა შესაძლებელი იქნება დედამიწის თითქმის ყველა ადგილიდან გარდა, ცენტრალური და ჩრდილოეთ ამერიკისა. საქართველოდან შესაძლებელი იქნება მთვარის სრული დაბნელების ხილვა. დღესვე დედამიწა გაივლის მარსსა და მზეს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორი პლანეტა ერთმანეთს მაქსიმალურად მიუახლოვდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG