Accessibility links

ტრამპის ყოფილი ადვოკატი: ჩემმა კლიენტმა იცოდა მრჩევლების რუსებთან შეხვედრის შესახებ


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა 2016 წლის ივნისში იცოდა თავისი მრჩევლებისა და რუსეთის დელეგაციის შეხვედრის შესახებ, რომლებიც მათ სთავაზობდნენ საარჩევნო კამპანიაში დახმარებას. ამის თაობაზე ცნობას ავრცელებს ბი-ბი-სი ამერიკის მედიაზე დაყრდნობით. კოენი ამტკიცეებს, რომ იქ იყო, როცა ტრამპის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ-უმცროსმა, ამის თაობაზე მამას აცნობა. ცნობით, კოენი მზად არის ამის შესახებ განუცხადოს პროკურორ მიულერის გამოძიებას, რომელიც ამერიკის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იკვლევს. ტრამპმა ადრე უარყო, რომ იცოდა მრჩევლების რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG