Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტებით, თბილისში მტვრის გავრცელება სინოპტიკური პროცესია


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში მტვრის მასა გავრცელდა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან. სააგენტოს განმარტებით, მტვრის გავრცელება განპირობებულია არსებული სინოპტიკური სიტუაციით, კერძოდ, სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებითვე, მსგავსი სინოპტიკური პროცესებისთვის დამახასიათებელია საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG