Accessibility links

საბერძნეთი: ხანძრები, რომლებსაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, შესაძლოა განზრახ გააჩინეს


ათენის სიახლოვეს მძვინვარე ხანძრები შესაძლოა განზრახ იყოს გაჩენილი - განაცხადა საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ტოსკამ 26 ივლისს, იმ ფონზე, როცა ხანძრების მსხვერპლთა რიცხვმა 82-ს მიაღწია. ტოსკას თქმით, სატელიტის სურათები მოწმობს, რომ რამდენიმე ხანძარი დროის მოკლე მონაკვეთში გაჩნდა დედაქალაქიდან დასავლეთით. ათენის აღმოსავლეთში, სადაც 82-მდე ადამიანია დაღუპული, ცეცხლი სწრაფად გავრცელდა მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო. "განზრახ გაჩენილი ხანძრის არა მხოლოდ ინდიკატორები, არამედ ნიშნებიც არის" - განაცხადა ტოსკასმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. დაკარგული რჩება 30-მდე ადამიანი, მათი ძიება გეძელდება. ამ ეტაპისთვის ჩამქრალია ყველა ხანძარი, რომელიც დასახლებებს უქმნიდა საფრთხეს. მეხანძრეებს არ უთქვამთ რამ გამოიწვია აალება 23 ივლისს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG