Accessibility links

კონგრესის სპიკერმა უარი თქვა იუსტიციის მინისტრის მოადგილის იმპიჩმენტზე


აშშ-ის კონგრესის წარმომადგნელთა პალატის სპიკერმა, პოლ რაიანმა უარით თქვა დაეკმაყოფილებინა თანაპარტიელი რესპუბლიკელების მოთხოვნა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილის როდ როზენშტეინის მოხსნას ითვალისწინებდა. როზენშტეინი კურირებს სპეცპროკურორის საქმიანობას, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას სწავლობს. როგორც რაიანმა ჟურნალისტებს აცნობა 26 ივლისს, იგი მხარს არ უჭერს იუსტიციის მინისტრის მოხსნის მოთხოვნას. როდ როზენშტეინმა ცოტა ხნის წინ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის 12 თანამშრომელს ბრალი წაუყენა აშშ-ის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევისათვის. მათთვის ბრალის წარდგენა მოხდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჰელსინკის შეხვედრის წინა დღეს. რაინმა განაცხადა, რომ ამ საქმეში აჩქარება არ ეგების და დასძინა, რომ მას „ფრთხები შეასხა“ როზენშტეინის ამასწინანადელმა წარმატებამ იმ დოკუმენტების მოძიების თვალსაზისით, რასაც რესპუბლიკელები ეძებდნენ. წარმომადგენელთა პალატის 11-მა რესპუბლიკელმა წევრმა 25 ივლისს მკვეთრად გაილაშქრა როზენშტეინის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი იმპიჩმენტი იმ დარღვევებისათვის, რაც შიდა დოკუმენტების გასაჯაროვებას ეხება, კონგრესის წევრი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯით რესპუბლიკელთა ნაწილს სურთ ყუდარრების გადატანა იმ გამოძიებისაგან, რასაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი აწარმოებს რუსეთის სავარაუდო ჩარევის საქმეზე. რობერტ მიულერი სპეციალური პროკურორის თანამდებობაზე სწორედ როდ რეზენშტეინის ინიციატოვით დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG