Accessibility links

კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს


კალიფორნიის შტატის ქალაქ რედინგის ხანძრით განადგურებული შემოგარენი

სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში, სადაც უკვე ერთი კვირაა მძვინვარებს ბუნებრივი, ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძარი. დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქალაქ რედინგში, სადაც დამწვარია ხუთასზე მეტი შენობა და 36 ათასი ჰექტარი მიწა. ადგილობრივ ხელისუფალთა ინფორმაციით, ხანძარი ემუქრება კიდევ 5 ათასამდე შენობას, ამიტომ ევაკუაციის განკარგულება მიიღო 38 ათასზე მეტმა ადამიანმა. 3500 მეხანძრის ძალისხმევით და სპეციალური ვერტმფრენების გამოყენებით, კვირას შესაძლებელი გახდა ცეცხლით მოცული ტერიტორიის დაახლოებით 5%-ის გარშემო ბუფერული ზოლების შექმნა. სტიქიასთან ბრძოლას ართულებს თითქმის 40 გრადუსიანი სიცხე და ძლიერი ქარი. ხანძრით გამოწვეული საგანგებო სიტუაციის გამო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სტიქიურ უბედურებასთან საბრძოლველად თანხების ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფის განკარგულებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG