Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიასაშუალებების ცნობით, ამერიკელი დიპლომატები "თალიბანის" წევრებს შეხვდნენ


"თალიბანის" წევრები
"თალიბანის" წევრები

აშშ-ის მთავრობის და რადიკალური მოძრაობის „თალიბანის“ წარმომადგენლების შეხვედრა „საკმაოდ პოზიტიური სიგნალით“ დასრულდა - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ყატარის დედაქალაქ დოჰაში, გასულ კვირაში გამართულ მოლაპარაკებაზე განიხილებოდა ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. „თალიბანის“ წარმომადგენელმა, რომელიც მისივე სიტყვებით, ამერიკელებთან შეხვედრის ოთხიდან ერთი მონაწილე იყო, სააგენტოს განუცხადა, რომ მოლაპარაკებას სამშვიდობოს ვერ უწოდებს, თუმცა, მან სათავე დაუდო ახალ ფორმატს. წყაროს ინფორმაციით, მხარეები მეგობრულ გარემოში შეთანხმდნენ ახალ შეხვედრებზე და ავღანეთში არსებული კონფლიქტის დიალოგით მოგვარებაზე. „თალიბანის“ მოთხოვნით, მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდნენ ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები.

ინფორმაცია „თალიბანის“ და აშშ-ის მთავრობის წევრების შეხვედრის შესახებ, პირველმა გაავრცელა The Wall Street Journal-მა. გამოცემის ცნობით, ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი სამხრეთ აზიაში, ელის უელსი. ვაშინგტონს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG