Accessibility links

ტრამპი ამბობს, რომ მზად არის ირანის პრეზიდენტს წინაპირობების გარეშე შეხვდეს


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის წინაპირობების გარეშე შეხვდეს, ორ ქვეყანას შორის კავშირების გაუმჯობესებაზე სალაპარაკოდ. "მე ყველას შევხვდები. მე შეხვედრების მჯერა", განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, სადაც ომის საფრთხე არსებობსო, განაცხადა ტრამპმა 30 ივლისს პასუხად კითხვაზე შეხვდება თუ არა ირანის ლიდერს. მისი განცხადებების ფონია მზარდი დაძაბულობა და მუქარის ურთიერთგაცვლა ვაშინგტონსა და თეირანს შორის, მათ შორის ტრამპის მიერ 22 ივლისს ბეჭდური ასოებით დაწერილი ტვიტერის პოსტი, რომელშიც ის ირანს აფრთხილებდა "აღარასოდეს დაემუქროს აშშ-ს, თორემ ის იწვნევს ისეთ შედეგებს, როგორიც ისტორიაში ძალიან ცოტას თუ გამოუცდია". ტრამპის ეს პოსტი მოჰყვა როჰანის განცხადებას - ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ირანთან მშვიდობა ყველა მშვიდობის ღერძია, ირანთან ომი კი ყველა ომის ღერძიო. მაისში ტრამპმა აშშ გაიყვანა 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის და განაცხადა, რომ აშშ ირანს სანქციებს აღუდგენს. ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა ირანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG