Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სადახლოსთან მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები


საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ლოკალიზებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოსთან მდებარე გორაკზე გასულ ღამით გაჩენილი ხანძარი. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც 120 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე გორაკზე გაჩენილი ხანძრის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დამწვარია 20 ჰექტარი, სომხეთის ტერიტორიაზე კი 50 ჰექტარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG