Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ტელეფონით ესაუბრა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს


ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2017 წლის 14 ნოემბერი
ანატოლი ბიბილოვი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2017 წლის 14 ნოემბერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს „რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები, მათ შორის რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების მოახლოებული მეათე წლისთავის კონტექსტში.“

რუსეთმა საქართველოს რეგიონები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG