Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია პრემია „საბას“ ფინალისტთა ნაწილის ვინაობა


ლიტერატურული პრემიის „საბას“ ჟიურიმ დაასახელა 10 ნომინაციიდან 5-ის ფინალისტები.

საუკეთესო რომანი:

გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

მარი ბექაური, „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

დავით გაბუნია „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

საუკეთესო პროზაული კრებული:

თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა "ინტელექტი“)

ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“)

საუკეთესო პოეტური კრებული:

გიორგი არაბული, „გვრინი“(გამომცემლობა „ინტელექტი“)

სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

პაატა შამუგია, „დედა ენა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი)რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ“(გამომცემლობა „ინტელექტი“)

ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა„დიოგენე“)

მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi (გამომცემლობა „ქოლგა“)

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომინაციის ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გამოვლინდებიან გამარჯვებულები 4 ნომინაციაში: ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის.

წელს „საბას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში,, რაც განაპირობა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG