Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პრესის ცნობით, ფხენიანმა განაახლა რაკეტებზე მუშაობა


კიმ ჩენ ინი აკვირდება რაკეტის გამოცდას. 2017 წლის სექტემბერი
კიმ ჩენ ინი აკვირდება რაკეტის გამოცდას. 2017 წლის სექტემბერი

ამერიკული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ განაახლა მუშაობა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად. გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ თანამგზავრით გადაღებული ფოტოების და სხვა სადაზვერვო მასალების თანახმად, ფხენიანთან მდებარე ქარხანაში მიმდინარეობს მუშაობა ერთი, ან ორი ახალი ბალისტიკური რაკეტის შესაქმნელად. საუბარია თხევადი საწვავით მომუშავე კონტინენტთაშორის რაკეტებზე.

კორეის ნახევარკუნძულის სრულ განიარაღებაზე აპრილში, სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში შეხვედრისას შეთანხმდნენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩე ინი. ივნისში, სინგაპურში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა უარს იტყვის ბირთვულ იარაღზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG