Accessibility links

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლებს


ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 6 რუსულ კომპანიას, რომელიც მონაწილეობდა რუსეთის და მის მიერ ანექსირებული ყირიმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაში. სანქციების თანახმად, გაიყინება ამ კომპანიების აქტივები და მათი წარმომადგენლები ვიზას ვეღარ მიიღებენ. ევროკავშირის განცხადებით, ხიდის მშენებლობა ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ქერჩის სრუტეზე 19 კილომეტრიანი ხიდი მაისში გახსნა პრეზიდენტმა პუტინმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG