Accessibility links

შსს-მ რუსეთის ვიზებში თანხის გამოძალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს რუსეთის ვიზების მისაღებად 350-550 დოლარის მოთხოვნის სავარაუდო ფაქტებს. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ შინაარსის სიუჟეტი გავიდა "რუსთავი 2"-ის ეთერში. ტეკომპანიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ვიზის დროულად მიღება მხოლოდ ამ თანხის გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი. ქართველი სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ, ვის უხდიან ფულს მოქალაქეები ვიზის მისაღებად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ. რადიო თავისუფლებას მხოლოდ ის უთხრეს, რომ საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება. ამ მუხლის პირველი ნაწილით, თაღლითობა ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თაღლითობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG