Accessibility links

სარალიძე და კუპრავა პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ რეაგირებას გამოუძიებელ საქმეებზე


ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ მთავრობის ადმინისტრაციას გადასცეს წერილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე და 30 საქმე, რომელიც მათი მტკიცებით, გამოუძიებელია. „მათი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ეს საქმეები აუცილებლად გამოიძიონ და სამართლებრივი განაჩენი დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. ზვიად კუპრავამ იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეცნობა ამ მძიმე საქმეებს და სამართლის აღსრულების გარანტი იქნება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG