Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელ ტურისტებზე თავდასხმაში აკრძალულ ისლამისტურ პარტიას სდებს ბრალს ტაჯიკეთის მთავრობა


ტაჯიკეთის მთავრობამ აკრძალული ისლამური რენესანსის პარტია დაადანაშაულა, რომ ის დგას ახლახან მომხდარი თავდასხმის უკან, რასაც ოთხი უცხოელი ველოსიპედისტი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმას მეთაურობდა ამ პარტიის „აქტიური წევრი“. 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს დაკავებული ეჭვმიტანილისგან. სამინისტროს თანახმად, თავდასხმის მომწყობთა მეთაური ირანში გაწვრთნეს და ჯგუფი თავდასხმის შემდეგ ავღანეთში გაქცევას გეგმავდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა 30 ივლისს "ისლამურმა სახელმწიფომ" იკისრა. ორი ამერიკელი, ერთი ჰოლანდიელი და ერთი შვეცარიელი იქნა მოკლული იარაღით და დანით სულ მცირე, ერთი თავდამხმელის მიერ მას მერე, რაც ველოსიპედისტებს ის მანქანით შეეტაკა. თავდასხმა მოხდა ხათლონის რეგიონში, დანღარისს რაიონში, დუშანბედან 150 კილომეტრში. სულ მცირე, სამი სხვა უცხოელი, მათ შორის ერთი ფრანგი დაშავდა ინციდენტის შედეგად. ტაჯიკეთმა 2015 წელს აკრძალა ისლამური რენესანსის პარტია, როგორც "ტერორისტული ორგანიზაცია" და მისი ათეულობით წევრი დააპატიმრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG