Accessibility links

მაკედონიის პარლამენტმა ქვეყნის სახელწოდების თაობაზე რეფერენდუმის ვადა დაამტკიცა


იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საბერძნეთთან შეთანხმების შედეგად ამ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდეს 30 სექტემბერს. 120 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 68 დეპუტატი მიემხრო რეფერენდუმის მოწყობას. ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას: „ემხრობი თუ - არა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და მისაღებია თუ არა მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთს შორის სახელწოდების თაობაზე შეთანხმება?“. კენჭისყრის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა რეპორტიორებს უთხრა, რომ საბერძნეთთან დიდი ხნის უთანხმოების მოგვარება, რაც მაკედონიის ევროკავშირში და ნატოში გაწევრინების გზას გახსნის, განსაზღვრავს მაკედონიის მომამავალს. ორივე ქვეყანაში, მაკედონიასა და საბერძნეთში, საპროტესტო გამოსვლები მოეწყო მაკედონიის და საბერძნეთის მთავრობების შეთანხმების გამო, ეწოდოს ქვეყნას ჩრდილოეთი მაკედონიის რესპუბლიკა, შემოკლებით, ჩრდილოეთ მაკედონია. პარლამენტის უმრავლესობა მიემხრო მეზობელ ქვეყანასთან შეთანხმებას, რომელსაც მძაფრად ეწინააღმდეგება ოპოზიციური ნაციონალისტური პარტია, რომელიც რეფერენდუმის შეკითხვასაც უმართებულოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ნატოსა და ევრკოავშირში გაწევრიანება არ უნდა უკავშირდებოდეს ათენთან შეთანხმებას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG