Accessibility links

ყველა მგზავრი გადაურჩა მექსიკაში თვითმფრინავის კატასტროფას


სამგზავრო თვითმფრინავი მექსიკის ქალაქ დურანგოს აეროპორტთან, მინდორში ჩამოვარდა

მექსიკაში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 101 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი გადარჩა. ავიაკომპანიის Aeromexico-ს თვითმფრინავი ქალაქ დურანგოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე, მინდორში ჩამოვარდა. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 85 ადამიანი, მათგან 49 საავადმყოფოში იმყოფება. ადგილობრივი მედიასაშუალებების კორესპონდენტები შემთხვევის ადგილიდან იუწყებიან, რომ მგზავრების უმეტესობამ თვითმფრინავის სალონი დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე დატოვა. თვითმფრინავი, რომელშიც 97 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, დურანგო-მეხიკოს რეისს ასრულებდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG