Accessibility links

ნიჟნი ნოვგოროდში მკვდარი იპოვეს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ ჟურნალისტი


რუსი ჟურნალისტი, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ კორესპონდენტი სერგეი გრაჩოვი მკვდარი იპოვეს 11 დღის შემდეგ, რაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მოგზაურობის დროს. გაზეთის ვებსაიტის რედაქტორმა ვლადიმირ შუშკინმა 1 აგვისტოს ფეისბუკზე დაწერა, რომ გრაჩოვის გვამი ნაპოვნი იქნა მოსკოვიდან 400 კილომეტრის დაშორებით და იგი უკვე იდენტიფიცირებულია. ჟურნალისტის კოლეგებმა ჯერ არ იციან, თუ რა გახდა მისი დაღუპვის მიზეზი. „არგუმენტი ი ფაქტის“ ცნობით 38 წლის გრაჩოვი ბოლო 21 ივლისს ნახეს ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, როდესაც სასტუმრო „შერატონს“ ტოვებდა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოფიციალური განცხადება მხოლოდ გვამის გაკვეთის შემდეგ გავრცელდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG