Accessibility links

სახალხო დამცველი იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში


ნინო ლომჯარია სოფელ ბერშუეთში. 2018 წლის 1 აგვისტო

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბერშუეთის და ზარდიაანთკარის მცხოვრებთ. მათ სახალხო დამცველს გააცნეს სოფლებში არსებული სოციალური პრობლემები, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა უხარისხო სასმელი წყალი და სარწყავი წყლის დეფიციტი, რომელიც აფერხებს ამ სოფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოსავლის მოყვანას. ბერშუეთის მცხოვრებთათვის მწვავე პრობლემად რჩება თავისუფლად გადაადგილების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ მიწის ნაკვეთებსა და ტყეზე წვდომის შეზღუდვა. სოფელში ზუსტად არ იციან, სად გადის საოკუპაციო ხაზი, ამიტომ ხშირია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავების ფაქტები. ნინო ლომჯარია შეხვდა იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის სხვადასხვა დროს აღმოჩნდნენ ცხინვალის იზოლატორში

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან წამოწეული იყოს ნებისმიერი მოლაპარაკების დროს“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა პრობლემებს მიიტანს შესაბამის სახელმწიფო უწყებებამდე.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG