Accessibility links

რუსეთი „შეშფოთებულია“ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრებით


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვი შეშფოთებულია იმით, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება „პოლიტიკურ“ ზომებს მიმართავს ქვეყნის ყოფილი, პრომოსკოველი ლიდერების წინააღმდეგ ანტიკორუფციული კამპანიის ფარგლებში. ლავროვის 31 ივლისის განცხადების ფონია სომხეთის ყოფილი პეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმება 2008 წლის არჩევნების საპროტესტო აქციის ძალისმიერი დაშლისა და საკონსტიტუციო წესრიგის ძირის გამოთხრის ბრალდებით. ქოჩარიანის მსგავსად პროკურატურამ სომხეთის კონსტიტუციური წყობის დამხობაში ბრალი წაუყენა მოსკოვის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იური ხაატუროვს. კოჩარიანი და ხაჩატუროვი უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ მათ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური მოტივი აქვს. ლავროვი აცხადებს, რომ სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები „ეწინააღმდეგება ქვეყნის ახალი ლიდერების განცხადებას, რომ ისინი არ გეგმავენ წინამორბედების სისხლის სამართლის პასუხსიგებაში მიცემას პოლიტიკურ საქმეებზე“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG