Accessibility links

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი 717 მილიარდი დოლარის ოდენობით


აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 717 მილიარდი დოლარის გამოყოფას 2019 საფინანსო წლის თავდაცვის ბიუჯეტისთვის. საფინანსო წელი წელს, 1 ოქტომბერს იწყება. თავდაცვის ბიუჯეტიდან 69 მილიარდი დოლარი განკუთვნილია სამხედრო ოპერაციებისათვის აშშ-ის საზღვრებს მიღმა. გასულ კვირაში წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც ახლა მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა აკლია. გათვალისწინებულია, მაგალითად, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გაზრდა 15 ათას კაცზე მეტით. ამასთან, კანონპროექტით იკრძალება თურქეთისათვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდება, რაც არის პასუხი ანკარის მიერ რუსეთისაგან საზენიტო სარაკეტო დანადგარების, С-400-ის შესყიდვაზე. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტიდან 250 მილიონ დოლარს გამოყოფენ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG