Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკრივე ალექსანდრ უსიკი უარს ამბობს მისთვის „უკრაინის გმირის“ მედლის მინიჭებაზე


2018 წლის 1 აგვისტო: ალექსანდრ უსიკი პრესკონფერენციაზე კიევში
2018 წლის 1 აგვისტო: ალექსანდრ უსიკი პრესკონფერენციაზე კიევში

უკრაინელი მოკრივე, აბსოლუტური ჩემპიონი პირველ მძიმე წონაში და ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი, ალექსანდრ უსიკი უარს ამბობს წინადადებაზე მისთვის ქვეყნის უმაღლესი ჯილდოს, "უკრაინის გმირის" მედლის მინიჭების შესახებ. უსიკის სიტყვებით, მთავრობისაგან მას არაფერი უნდა. ნუ შემაწუხებთ და ეს იქნება თქვენი მხრიდან საუკეთესო მხარდაჭერაო, თქვა უსიკმა 1 აგვისტოს, კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ჰროისმანი გამოვიდა წინადადებით უსიკისთვის „უკრაინის გმირის“ მედლის მინიჭებაზე მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში მოსკოვში დაამარცხა რუსეთის წარმომადგენელი მურატ გასიევი და გახდა აბსოლუტური ჩემპიონი პროფესიულ კრივში. „გმირის წოდება? არანაირი წოდება არ მჭირდება. ჩემს ხალხს რაც შეეხება - ჩემს ქვეყანაში ხალხის ნაწილისათვის გმირი ვარ“ - უთხრა უსიკმა ჟურნალისტებს. ის ყირიმშია დაბადებული და ამბობს, რომ იძულებული იყო, დაეტოვებინა მშობლიური კუთხე რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG