Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმა მორატორიუმი ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებაზე


გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა 83 მსჯავრდებულის შეწყალების აქტი. მათგან 40 სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტით, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 43 მსჯავრდებულს, მათ შორის ორ ქალს და ერთ არასრულწლოვანს. ქორიძის ინფორმაციით, 43 პატიმარს შორის მხოლოდ ერთია უვადო მსჯავრდებული, რომელსაც პრეზიდენტმა დაუდგინა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 2018 წლის ივლისში განიხილა სულ 976 პირის საქმე.

ზვიად ქორიძის ინფორმაციით, პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა ძალადობრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებაზე აპრილში გამოცხადებული მორატორიუმი 23 ივლისს გააუქმა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა განეხილა ძალადობრივი დანაშაულის შემცველი საქმეებიც. ქორიძის განმარტებით, მორატორიუმი მოიხსნა პრეზიდენტის და შეწყალების კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე.

პრეზიდენტმა 16 აპრილს გამოაცხადა, რომ დროებით წყვეტს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით შეწყალების აქტების გამოცემას. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ პირს, რომელმაც 13 აპრილს, თბილისში მოკლა ახალგაზრდა ქალი, თავის დროზე სასჯელი შეუმცირდა პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე და საპატიმრო 2017 წლის მაისში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG