Accessibility links

ქაბულში სამი უცხოელი გაიტაცეს და მოკლეს


ქაბულის აეროპორტი, სადაც, ცნობების თანახმად, მზარეულებად მუშაობდნენ მოკლული უცხოელები

ავღანელმა პოლიციელებმა ქაბულში იპოვეს სამი უცხოელის გვამები. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მოკლული არიან ინდოეთის, მალაიზიისა და მაკედონიის მოქალაქეები. მანამდე ეს პირები გატაცებული იყვნენ. ავღანეთის დედაქალაქის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, გვამები იმპოვეს მუსაჰიში, რომელიც ერთ-ერთ სახიფათო რაიონად ითვლება. პოლიცია განიხილავს „ტერორისტული ინციდენტის“ ვერსიას. ძალადობაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. მედია ავრცელებს პოლიციის წარმომადგნლის განცხადებას, რომ სამივე უცხოელი მზარეულად მუშაობდა ქაბულის აეროპორტში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG