Accessibility links

კოჯრის სამხედრო აკადემიაში მომხდარი ინციდენტისთვის აკადემიის მეთაური და კიდევ 4 პირი დაითხოვეს


კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში მომხდარი ინციდენტის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს 5 ხელმძღვანელი პირი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელების და მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ აკადემიის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზ.ზ, მთავარი სერჟანტი გ. ბ, საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მეთაური, მაიორი ა. რ, ასეულის მეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენანტი ვ. მ. და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი ა.გ.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერჟანტთა აკადემიის, როგორც სამხედრო ქვედანაყოფის დაცვას უზრუნველყოფს არა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი, არამედ აკადემიის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეული და შესაბამისად, ობიექტის დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელნი არიან სერჟანტთა აკადემიის შესაბამისი ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

1 აგვისტოს, კოჯრის სერჟანტთა აკადემიაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ ჯარისკაცებს შორის. დაშავდა ხუთი სამხედრო მოსამსახურე, მათგან სამს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არცერთი ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG