Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს


საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მზია თოდუა, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე. ეს თანამდებობები 2 აგვისტოს დატოვა ნინო გვენეტაძემ, რომელიც უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს 2015 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა. ნინო გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს რამდენიმეთვიან მკურნალობას საზღვარგარეთ.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში შევა 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტი 10 წლის ვადით ირჩევს თავად უზენაესი სასამართლოს წევრთაგან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG