Accessibility links

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ საკორინთლოს მკვიდრი გაათავისუფლეს


პოლიციის ავტომანქანა, რომლითაც ვასილ სალამაშვილი ერგნეთიდან გორისკენ მიჰყავთ

ოსურმა მხარემ ქართველ პოლიციელებს გადასცა რამდენიმე დღის წინ დაკავებული ვასილ სალამაშვილი. გადაცემის მომენტი ერგნეთის საგუშაგოსთან დააფიქსირა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა. მისი ინფორმაციით, სალამაშვილი ერგნეთიდან გადაიყვანეს გორში, სადაც სამხარეო პოლციაში გამოკითხავენ დაკავების დეტალების შესახებ. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვასილ სალამაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსთან 27 ივლისს დააკავეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG