Accessibility links

ლიეტუვამ შეზღუდვები დაუწესა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეტანილ პირებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის თანახმად, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე მიმართა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს, რათა შეზღუდვები გაავრცელოს სიაში დაფიქსირებულ პირებზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილებდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს, ხოლო ქართულ სამართალდამცავ სტრუქტურებს ხელს უშლიან სამართლის დადგენაში. ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა გატაცებების, მკვლელობების და უფლებების ხელყოფის ფაქტები საეთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასებულია ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ნორმების დარღვევად. განცხადების თანახმად, ლიეტუვა ყოველთვის მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შექმნას ყველა სათანადო პირობა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და ყველა უკანონო ქმედების აღმოსაფხვრელად.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ 2018 აგვისტოში სრულდება 10 წელი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG