Accessibility links

სამი რუსი ბიატლონისტი უკრაინაში გაიქცა და ამ ქვეყნის სახელით იასპარეზებს


Ukraine -- Olimpic city, 09Feb2018

სამი რუსი ბიატლონისტი, რომლებიც რუსეთის ახალგაზრდული გუნდში ირიცხებოდნენ, უკრაინაში გადავიდნენ და აპირებენ, ამ ქვეყნის სახელით გამოვიდნენ მომავალ ასპარეზობებზე. ეკატერინა ბეხთან, ანასტაზია რასკაზოვასა და ოკსანა მოსკალენკოსთან ერთად უკრაინის სპორტულ ღირსებას დაიცავს მათი მწვრთნელი ილია ლოპუხოვი. უკრაინის ბიატლონის ფედერაციის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ბრინზაკმა განაცხადა, რომ სურდა "რუს სპორტსმენებს დახმარებოდა, რადგან ისინი რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ“. ბრინზაკი მათ დაპირდა, რომ ამ სეზონში მოუგვარებს საბუთების საკითხს. სპორტსმენებს არ შეუტყობინებიათ გადაწვეტილების შესახებ რუსეთის ბიატლონის ფედერაციისთვის. ფედერაციის მმართველთა საბჭოს წევრმა, ალექსეი ნუჟდოვმა განაცხადა, რომ ის შეეცდება სანქციები დაუწესონ სპორტსმენებს უკრაინის ნაკრებში თვითნებური გადასვლისთვის. ოლიმპიური თამაშების ოთხგზის ჩემპიონმა ბიატლონში ალექსანდრ ტიხონოვმა განაცხადა, რომ ბიატლონისტები „უბრალოდ გაურბიან რუსეთის ბიატლონის ფედერაციის ახლანდელ პრეზიდენტს, დრაჩოვს და მის გუნდს“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ რუსი ბიატლონისტი ქალები სამშობლოს ტოვებენ.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG