Accessibility links

გაეროს სამშვიდობო მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას რუსი ჟურნალისტების მკვლელობის გამოძიებაში ეხმარება


გაეროს სამშვიდობო მისიას ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ეხმარება ამ ქვეყნის ხელისუფლებას სამი რუსი ჟურნალისტის მკვლეობის გამოძიების საქმეში, ამის თაობაზე განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა. ჟურნალისტები ფილმს იღებდნენ რუსეთის კერძო გასამხედროებული ჯგუფის შესახებ. წარმომადგენლმა ფარჰან ჰაყმა პირველ აგვისტოს ნიუ იორკში ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაეროს სამშვიდობო მისიის მებძროლებმა ნახეს პირველად ჟურნალისტების გვამები. მისივე თქმით, ორხან ჯემალის, ალექსანდრ რასტორგუევის და კირილ რადჩენკოს გვამები გაეროს ჰოსპიტალში გადაიტანეს სიბუტში და შემდეგ, ბანგუიში ხელისუფლებას გადასცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა 2 აგვისტოს, რომ გვამებზე ნატყივარები დადგინდა, მაგრამ მათ წამების კვალი არ აქვთ. რუსეთის სააგენტო „ტასს“ მოჰყავს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ვიქტორ ტოკმაკოვის სიტყვები, რომ გვამების რუსეთშ დაბრუნება გაჭიანურდა შესაბამისი ზომის ცინკი კუბოების უქონლობის გამო. რუსეთის საგამოეძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ მკვლელობის გარშემო დაიწყო გამოძიება. რუსი ჟურნალისტები - ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი - 30 ივლისს დახოცილები იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი პროექტის, „გამოძიებათა მართვის ცენტრის“ (ЦУР), დაკვეთით. რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც ჟურნალისტის მოწმობები ჰქონდათ, ქალაქ სიბიუსგან 23 კილომეტრით დაშორებულ გზაზე მოკლეს, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით. როგორც „გამოძიებათა მართვის ცენტრი“ აცხადებს, 30 ივლისს ჟურნალისტებს ქალაქ ბამბარიში დათქმული ჰქონდათ შეხვედრა გაეროს სტრუქტურის ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელსაც მათთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფი რუსი სამხედრო ინსტრუქტორების შესახებ და დახმარებოდა მათ ინდასიმას ოქროს საბადოებზე გადაღებებში. ჟურნალისტები გაეშურნენ ამ შეხვედრაზე, მაგრამ, როგორც „გამოძიებათა მართვის ცენტრი“ აცხადებს, უცნობი მიზეზით ისინი მარშრუტს ასცდნენ. ჟურნალისტების დაღუპვის მიზეზი და ასევე მათზე თავდამსხმელთა ვინაობა აქამდე ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტები დახოცეს გაძარცვის მიზნით, ხოლო მანქანა, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, ალყიდან დაცხრილეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის პრესმდივანმა ანჟ მაკსიმ კაზაგიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა სცადეს მანქანის გატაცება, ხოლო დახოცილი ჟურნალისტები იპოვეს ფულისა და ძვირადღირებული აპარატურის გარეშე, რომელიც მათ თან ჰქონდათ. მორიგი ვერსიით, გზაზე მიმავალი მანქანა მიზანმიმართულად გააჩერეს, ჟურნალისტები გადმოიყვანეს, დაკითხეს და შემდეგ დახვრიტეს. ასევე უცნობია, თუ როგორ გადარჩა მძღოლი, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა. დაღუპვამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტი ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი შეეცადნენ შეეღწიათ ბერენგოს სამხედრო ბაზაში, სადაც, სავარაუდოდ, დაქირავებული რუსი ინსტრუქტორები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ არმიას (FACA) წვრთნიან. ბაზაზე მოხვედრა მათ ვერ მოახერხეს, რადგან ჟურნალისტებს მოსთხოვეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნებართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG