Accessibility links

ირანში ეკონომიკურ კრიზისს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა


ირანის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები ეწყობა ქვეყნის ვალუტის გაუფასურების და ზოგადად, ეკონომიკის გაუარესების გამო, რაც მოჰყვა აშშ-ის სანქციების განახლებას ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, იტყობინე ირანის სააგენტო ირნა. გამოსვლები მოეწყო ქალაქებში, სარიში, ასევე შირაზში, აჰაიზზსა და მაშადში. სააგენტო იტყობინება, რომ დემონსტრაციები არ იყო ხელისუფლებისს მიერ ნებადართული და პოლიციამ ისინი დაშალა. სამშაბათს და ოთხშაბათს გამოსვლები მოეწყო ქალაქ ქარაჯში, თეირანის მახლობლად. სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, რომელზეც ისმის მოწოდება „სიკვდილი დიქტატორს". რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა. საზოგადოებრივი უკმაყოფილების გამო ირანელმა კანონმდებლებმა 1 აგვისტოს პრეზიდენტ ჰასან როჰანის ერთი თვის ვადა დაუთქვეს, რათა მივიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს შეკითხვებს ეკონომიკური ზრდის შენელების, უმუშევრობის ზრდის და ვალუტის კურსის დაცემის გამო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG