Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილ მთავარ პროკურორს და ორ მინისტრს მოუსმენს


ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია დღეს ახსნა-განმარტებებს მიიღებს საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებისგან, გიორგი გახარიასა და თეა წულუკიანისგან და ყოფილი მთავარი პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან. დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მე-14 სხდომა 11 საათზე დაიწყება.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის დეკემბერში მომხდარი დანაშაულის გამოძიების პერიოდში მთავარ პროკურატურას ხელმძღვანელობდა ირაკლი შოთაძე, რომელმაც თანამდებობა 31 მაისს დატოვა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნიდან ამ მუხლით დამნაშავედ მხოლოდ ერთი ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოზარდების, ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელებიდან პროკურატურამ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელის ვინაობა დაადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG