Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში მყინვარის მასა ჩამოიშალა


სვანეთი
სვანეთი

მესტიის მუნიციპალიტეტში, მყინვარ ლეხზირიდან მასა ჩამოიშალა, რამაც მდინარის დაგუბება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპული, დაშავებული ან დაკარგული არავინაა. ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც, რომლებიც შექმნილ ვითარებას სწავლობენ. საგენტოს განცხადებით, მყინვარიდან მასის ჩამოშლა სავარაუდოდ, გამოიწვია გლაციოლოგიურმა პროცესმა - წლის თბილ პერიოდში მყინვარის ინტენსიურმა დნობამ, რომელიც ბუნებაში ხშირად ხდება. ვითარების სრულად შესწავლამდე დაიკეტა ხეობისკენ მიმავალი გზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG