Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოკლული რუსი ჟურნალისტები პარიზში გადაასვენეს


ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტები პარიზში გადაასვენეს, - ამ ცნობას რუსეთის მედია ავრცელებს. მოელიან, რომ ცხედრებს შაბათს ღამით უკვე მოსკოვში გადაასვენებენ.

რუსი ჟურნალისტები - ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი - 30 ივლისს დახოცილები იპოვეს. ისინი ქალაქ სიბიუსგან 23 კილომეტრით დაშორებულ გზაზე მოკლეს. მკვლელობის სავარაუდო მოტივად ძარცვა სახელდება.

რუსი ჟურნალისტები ცარ-ში სავარაუდოდ დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდნენ, მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი პროექტის, „გამოძიებათა მართვის ცენტრის“ (ЦУР), დაკვეთით. ჟურნალისტების ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და ისინი აპირებდნენ მოხვედრას ოქროს საბადოებზე, რომელზეც მომპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს „პუტინის მზარეულად“ ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, რუსული კომპანია. რუსული მედიის ცნობით, ვადაგადაცილებული იყო ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს თან ჰქონდათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG