Accessibility links

რუსეთში 18 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო


ეკიპაჟის 3 წევრი და 15 მგზავრი დაიღუპა კრასნოიარსკის მხარეში, ვერტმფრების ჩამოვარდნის შედეგად - იტყობინებიან რუსეთის მედიასაშუალებები. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენი (Ми-8), აფრენისას, მეორე ვერტმფრენზე ჩამოკიდებულ ტვირთს შეეჯახა.

ამ ფაქტის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და საჰაერო ტრანსპორტის ექსოლუატაციის წესების დარღვევის საფუძვლით. გამოძიებას უძღვება დასავლეთ ციმბირის საგამოძიებო სამმართველო.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG